LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფოლკლორის ტურში მისი ხევსურული ჩოხა მეცვა… ჩემმა მუსლიმმა ძმებმა მის გარდაცვალებაზე ტკივილიანი ემოცია გამოხატეს და თავისებური წესით შეავედრეს უფალს მისი სული!..“ – რას იხსენებს დიმიტრი ქისიშვილი საქართველოს პატრიარქთან დაკავშირებით

443
დიტო ქისიშვილი

მომღერალი დიტო ქისიშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო ამბავს გვიზიარებს თავის ჩრდილოკავკასიელი მეგობრების შესახებ, რომლებიც სწორედ იმ დღეს ესტუმრნენ, საქართველოს პატრიარქის გარდაცვალებამ მთელი საქართველო რომ შეძრა. ის ასევე ჰყვება ამბავს, როგორ ჩააცვა საქართველოს პატრიარქმა მას თავისი ხევსურული ჩოხა ფოლკლორის ტურში, „ჯეოსტარში“ მონაწილეობისას:

იმ დღეს, როცა შემზარავი ფაქტის შესახებ შევიტყვეთ, ჩრდილო კავკასიიდან სტუმრებს ვმასპინძლობდი, აქედან ორი ჩვენი მუსლიმი ძმა იყო, როგორც ჩვენ შეგვძრა ამბავმა და აგვაკანკალა, ისეთივე გულწრფელი ტკივილიანი ემოცია გამოხატეს მუსლიმმა ძმებმა და თავისებური წესით შეავედრეს უფალს მისი სული! ვახშამი იქვე დასრულდა, მე ეგრევე გავემართე სამების ტაძარში.! ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა აღმსარებლობის ადამიანს უყვარდა ჩვენი პატრიარქი, ამ დრომდე ვიღებ სამძიმარს ჩემი ეზიდი ძმებისგან და მადლობას ვწირავ მათ!

პირველი შეხვედრის პატივი 2006 წელს მქონდა, სამების საკურთხეველში დამლოცა და მამებს (დემეტრე) (ბართლომე) დაავალა, ფოლკლორის ტურში, მისი ხევსურული ჩოხა წამოეღოთ მცხეთის დედათა მონასტრიდან და ჩამეცვა, მხრებზე ჩრჩილს ჰქონდა ალაგ-ალაგ ამოჭმული. ვიდეოში ეს ჩოხა მაცვია.

2015 წელს, როდესაც ვუმღერე ოსურად, ცრემლამდე სიხარულს გამოხატავდა, პირველად მაშინ მიმიკრა გულზე და მთელი ამდენი წლის შემხებლობისა, პირველად მაშინ შევბედე თვალებში ჩახედვა. ისეთი ღრმა და სითბოთი იყო სავსე მისი თვალები, მუხლში სისუსტე ვიგრძენი რაღაც დიადდთან ასე ახლო შეხებისას. კვიპროსიდან მაღალ სასულიერო იერარქს მასპინძლობდა. ჩემი ექსპერიმენტები ყველა ჩემი კოლეგისთვის ცნობილია და იმ დღეს რატომღაც გადავწყვიტე. „9 პიანო”-ზე შემესრულებინა, რიხით შესასრულებელი სიმღერა. დასასრულს ჩვეულად დამადო თავზე ხელი, დამლოცა, შემაქო, შემიქო გადაწყვეტილება. არ დააყოვნა ბატონმა ჯემალ სეფიაშვილმა და იქვე რეპლიკად სთქვა: „მაღალი მუსიკალური კულტურის” ბიჭი გვყავსო! ყველას თავისი ისტორია აქვს უწმინდესთან და უნეტარესთან, ჩემი ოსტორიაც სითბოთი და სიყვარული არის სავსე!

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ, პ ა ტ რ ი ა რ ქ ო !!!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები