რეალითი შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი ოფიციალური მილიარდერია. გავლენიანმა გამოცემა „ფორბსმა“ ის მილიარდერების რეიტინგში შეიყვანა, სიაში მას ისეთი ადამიანები უმშვენებენ გვერდს, როგორებიც ჯეფ ბეზოსი და ელონ მასკია.
აღსანიშნავია, რომ კარდაშიანი ელიტურ რეიტინგში პირველად მოხვდა. აღნიშნულ რეიტინგში მოსახვედრად მას საკუთარი ბიზნესი, KKW Beauty and Skims დაეხმარა. ცნობისთვის, კომპანია 2017 წელს დაარსდა. უახლესი მონაცემებით, კიმის ქონება 1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
ცნობისთვის, გასულ წელს კარდაშიანების გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი, კაილი ჯენერი გამოცემამ მილიარდერების სიაში შეიყვანა. თუმცა, შემდეგ ვარსკვლავი ტყუილში დაადანაშაულა და მილიარდერების სიიდანაც ამოიღო. გამოკვლევების მიხედვით გაირკვა, რომ კაილიმ ქონების შესახებ მოიტყუა და ჟურნალს, ბრენდის Kylie Cosmetics შესახებ გაყალბებული მონაცემები მიაწოდა.