LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ფორბსმა” ტეილორ სვიფტი ,,მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავად” დაასახელა

140
Taylor-Swift-worlds-highest-paid-celebrity

ტეილორ სვიფტი ,,მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების” რეიტინგის სათავეშია. შესაბამისი სია ,,ფორბსმა” გამოაქვეყნა.

29 წლის მომღერალმა, 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისამდე, 185 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, შემრულებლის მეექვსე სტუდიური ალბომის – Reputation მხარდასაჭერად გამართული ტურნე, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი აღმოჩნდა. კონცერტების სერიიდან მიღებულმა შემოსავალმა 267 მილიონი დოლარი შეადგინა.

ჩამონათვალში მეორე ადგილი 21 წლის მოდელს, კაილი ჯენერს ერგო. მან ერთი წლის განმავლობაში, 170 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

42 წლის რეპერი – კანიე უესტი, 150 მილიონით მესამე ადგილზეა.

გავლენიანი ჟურნალის ,,მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების ტოპ-10-ეულში ასევე მოხვდნენ: ლიონელ მესი (127 მილიონი დოლარი), ედ შირანი (110 მილიონი დოლარი), კრიშტიანუ რონალდუ (109 მილიონი დოლარი) და ნეიმარი (105 მილიონი დოლარი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები