კომპანია Ford-მა პიკაპ F-150 Raptor-ის სპეციალური მოდიფიკაცია ააწყო, რომელიც ივლისის ბოლოს ამერიკის საფრენი აპარატების ექსტრემალური ასოციაციის საქველმოქმედო აუციონზე გაიყიდება. ავტომობილი ერთადერთ ეგზემპლარად აიწყო და გამანადგურებელ Lockheed Martin F-22 Raptor-ს ეძღვნება.
ტექნიკური ნაწილის მომზადებაში Ford Performance-ის სპორტული განყოფილება იღებდა მოანწილეობას, გარეგნობაზე კი დიზაინერი მალვინ ბეტანკური მუშაობდა. ჩვეულებრივი F-150 Raptor-სგან განსაკუთრებული პიკაპი რადიატორის ახალი ჩარჩოთი და უკანა ხედვის კამერებით გამოირჩევა, რომლსაც გამანადგურებლის სილუეტი აქვს.
ექვსცილინდრიანი მოდელი 3,5 ლიტრის მოცულობის ძრავი უფრო მძლავრი გახდა და 545 ცხენის ძალას ავითარებს. ასევე, ავტომობილმა მოდერნიზებული საკიდარი და უფრო მძლავრი მუხრუჭები მიიღო. სხვა დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
რა თანხათ სურთ ავტომობილი გაყდვა ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი F-150 Raptor 49 000-დან 73 000-მდე ღირს.