კომპანია Ford, SEMA ტუნინგ შოუსთვის Mustang-ის შვიდ განსაკუთრებულ ვერსიას ამზადებს. ამ ავტომობილებს შორის ყველაზე განსაკუთრებით ახალ კუპეს Dragg-ს ელოდებიან, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლები “ყველაზე სექსუალურ პოლიციის ავტომობილს” უწოდებენ.
ახალი მოდელი დამზადებული სპეციალურად პოლიციის დანაყოფებისთვის. იგი აღიჭურვება სპეციალური გაყვანილობებითა და შუქებით. კუზაოს დიდი ნაწილი კარბონის შემსუბუქებული დეტალებით იქნება გაწყობილი. აგრეთვე სიახლეა 20 დიუმიანი დისკები, Air Lift-ის დაკიდების სისტემა, Airaid-ის გამშვები სისტემა და Wilwood-ის სამუხრუჭე სისტემა.
Ford Dragg-ს კაპოტქვეშ 2.3 ლიტრიანი V4 ტიპის ძრავი ექნება მოთავსებული, რომელსაც EcoBoost-ის მიერ დამზადებული უახლესი ტურბინა Turbonetics ექნება. გარდა ამისა, სპეციალურად ამ მოდელისთვის გადაკეთდა ბენზინის ტუმბო (ინჟექტორი), გამანაწილებელი ლილვი (რასპრედვალი) და დგუში (პორშენი).
ახალ მოდელთან ერთად SEMA-ს ფესტივალზე, რომელიც ნოემბრის დასაწყისში ტარდება, კომპანია Ford კიდევ 6 უნიაკლურ მოდელს წარადგენს.