LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი|ბრედ პიტი

ამერიკელმა მსახიობმა, ბრედ პიტმა მეუღლესთან, ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ წონაში მკვეთრად დაიკლო. როგორც გამოცემა US Magazine წერს, ეს ყველაფერი მკვეთრად თვალშისაცემი „ოქროს გლობუსის“ ცერემონიაზე გახდა, სადაც მონაწილეობა ბრედმაც მიიღო.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ექვსი შვილის მეურვეობის საკითხს ლოს-ანჯელესის სასამართლო კვლავ განიხილავს. ცნობილია, რომ პიტს მათზე საერთო მეურვეობის მოპოვება სურს, მაშინ, როდესაც ჯოლი ცდილობს, ბრედი ამ საქმეს მთლიანად ჩამოაშოროს, რათა ამ უკანასკნელმა მათ აღზრდაში არანაირი წვლილი არ შეიტანოს.
ჯოლი-პიტის დაშორება - მსოფლიოს წამყვანი მედიის ყოველდღიური განხილვის საგანია. სანამ ერთი ნაწილი საუბრობს, რომ ბრედ პიტმა ანჯელინას შემცვლელი უკვე უპოვა, მეორე ნაწილის აზრით, დაშორების ინიციატორი თავად ჯოლი იყო, რომელსაც უკვე თვეებია რომანი აქვს მილიარდერთან, რომლის სახელიც არ ხმაურდება.