ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ექვსი შვილის მეურვეობის საკითხს ლოს-ანჯელესის სასამართლო კვლავ განიხილავს. ცნობილია, რომ პიტს მათზე საერთო მეურვეობის მოპოვება სურს, მაშინ, როდესაც ჯოლი ცდილობს, ბრედი ამ საქმეს მთლიანად ჩამოაშოროს, რათა ამ უკანასკნელმა მათ აღზრდაში არანაირი წვლილი არ შეიტანოს.
განქორწინების შემდეგ, პიტმა შვილები სამჯერ, ისიც ფსიქოლოგების თანდასწრებით მოინახულა და როგორც მისი დაცვის წევრი ყვება, შეხვედრამ არც ისე კარგად ჩაიარა.
„ბრედი ძალიან გაბრაზებულია. ბავშვებმაც კი შეაქციეს მას ზურგი. ბოლო ვიზიტის დროს კი არცერთ მათგანს „მამა“ არ დაუძახებია“, – ამბობს პირადი მცველი. მისი თქმით, ბავშვები მას ცივად ექცეოდნენ და ეს თავადაც ბრედმაც აღნიშნა.
ანჯელინა ცდილობს, მაქსიმალურად შეამციროს პიტისა და ბავშვების ურთიერთობა, შესაბამისად მომავალ მადლიერების დღეს და შობას ისინი დედასთან ერთად შეხვდებიან.
