ამერიკელმა მსახიობმა, ბრედ პიტმა მეუღლესთან, ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ წონაში მკვეთრად დაიკლო. როგორც გამოცემა US Magazine წერს, ეს ყველაფერი მკვეთრად თვალშისაცემი „ოქროს გლობუსის“ ცერემონიაზე გახდა, სადაც მონაწილეობა ბრედმაც მიიღო.
„ის კვლავ თავის თავზეა ფოკუსირებული და თვალ-ყურს ადევნებს იმას, რასაც ჭამს“, – განაცხადა წყარომ. მისივე თქმით, მსახიობს ჰყავს შეფ-მზარეული, რომელიც მას ჯანსაღ საკვებს უმზადებს.
წყაროსვე ცნობით, პიტი კვლავ დაკავდა ფიტნესით და ბევრს დადის ფეხით. „მას ბევრი დრო აქვს, რათა საკუთარ თავს მიხედოს“, – დაამატა მან.
