ჯოლისა და პიტის განქორწინების სკანდალურ საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი: თუ კონფლიქტის საგანი ადრე 6 საერთო შვილი იყო, ამჯერად საქმე რეპუტაციას შეეხო.
მას შემდეგ, რაც ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის უფროსმა ვაჟმა, მედოქსმა უარი განაცხადა მამასთან შეხვედრაზე, გამოძიება ამ საქმის დეტალებით დაინტერესდა: ოჯახის ყველა წევრი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაკითხა, რის შედეგადაც პიტზე ძალადობის ბრალდება მოიხსნა.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორების შემდეგ, ბავშვების მამამ შვილებთან შეხვედრა გარკვეული პერიოდის შემდეგ მოახერხა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, არ გამოცხადდა ერთ-ერთი შვილი - მედოქსი.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორებამ სრულიად სხვა მიმართულება მიიღო: ამერიკული ტაბლოიდი, Hollywood Life წერს, რომ ჯოლი შეყვარებულია და მისი რჩეული ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები მილიონერია, ხოლო მათი ურთიერთობა საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო.
52 წლის ბრედ პიტმა, ანჯელინა ჯოლისთან სკანდალური დაშორების შემდეგ, პირველად ნახა შვილები. ვარსკვლავთან დაახლოებული პირების განცხადებით, მათ ერთად არაჩვეულებრივად გაატარეს დრო. შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, პიტს შვილების ნახვა მარტო ექიმის თანდასწრებით შეუძლია.