ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორების შემდეგ, ბავშვების მამამ შვილებთან შეხვედრა გარკვეული პერიოდის შემდეგ მოახერხა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ არ გამოცხადდა ერთ-ერთი შვილი – მედოქსი.
როგორც აღმოჩნდა, ბავშვების საქმის შემსწვალელი დეპარტამენტი პიტსა და მედოქსს შორის, ბორტზე მომხდარ ინციდენტს იკვლევს, როდესაც ბრედმა მის მიმართ აგრესია გამოავლინა და მათ შორის ურთიერთობა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიძაბა.
შეგახსენებთ, რომ დაშორების შემდეგ, ანჯელინა ბავშვებზე მეურვეობის მიღებას მოითხოვს, რისი სასტიკი წინააღმდეგიც არის ბრედი. ჯოლის მოთხოვნით, მისმა ექს-მეუღლემ ნარკოექსპერტიზა და ფსიქოლოგის კონსულტაციაც გაიარა.
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ გამოცემაში, მათი დაცვის უფროსის ინტერვიუც გამოქვეყნდა, სადაც ის აცხადებს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში, ბავშვების არაოფიციალური მამა სწორედ ის იყო.
