Deadline-ის თანახმად, ჰოლივუდში ახალი, ვარსკვლავური საახალწლო კომედიის - Naughty გადაღებები იგეგმება, რომელშიც მთავარ როლებს ჯენიფერ ენისტონი და რეჯინა ჰოლი შეასრულებენ. ფილმს რეჟისორი ოლივია უაილდი გადაიღებს, პროექტის დისტრიბუციაზე კი Universal Pictures იზრუნებს.
ტელევარსკვლავმა და ბიზნესვუმენმა კიმ კარდაშიანმა საკუთარი ბრენდის - SKIMS-ის ყოველწლიური, ყველაზე მოთხოვნადი საშობაო კოლექციისთვის სარეკლამო კამპანია წარადგინა. წლევანდელი სადღესასწაულო ფოტოსესია განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან კიმმა მასში მონაწილეობის მისაღებად თავისი ოთხივე და - კორტნი, ქლოი, კენდალი და კაილი მიიწვია.
,,სვაროვსკიმ'' ახალი სადღესასწაულო კამპანია სახელწოდებით - JOY: The Swarovski Musical წარადგინა, რომლის მთავარი გმირი ბრენდის გლობალური ელჩი - არიანა გრანდეა.
კიმ კარდაშიანი მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. იურიდიული დრამის, All's Fair მეორე სეზონის პრომოუშემის ფარგლებში, კარდაშიანი რომში დახვეწილი და ამავდროულად პროვოკაციული იმიჯით წარდგა. სერიალში მთავარ როლს სწორედ რეალითი შოუს ვარსკვლავი და ბიზნესლედი ასრულებს.
ვივიენსა და მამამისს შორის წლებია დაძაბული ურთიერთობაა, რაც მისი გენდერული ტრანზიციის საკითხსაც უკავშირდება. მამა-შვილს ამ ეტაპზე არანაირი კონტაქტი არ აქვთ
მედიაში Victoria’s Secret-ის ანგელოზებსა და წლების განმავლობაში ახლო მეგობრებად მიჩნეულ სუპერმოდელებს, ირინა შეიკს, ქენდის სვეინპოლსა და ჯოან სმოლსს შორის შესაძლო დაპირისპირების მიზეზზე ალაპარაკდნენ
პრინცი ჰარი დედასთან, პრინცესა დიანასთან, ბოლო სატელეფონო საუბრის გამო დღემდე სინანულს განიცდის. სასექსის ჰერცოგმა ამის შესახებ GQ-თან გულწრფელ ინტერვიუში ისაუბრა