LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2000-იანებში ჩარჩა, რა აცვია“ – ინტერნეტსივრცეში ბრიტნი სპირსის ახალი ცეკვის ვიდეოს აკრიტიკებენ

209
41974156-0-image-a-14-1618894231768

ბოლო პერიოდში, 39 წლის პოპ-ვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. მისი თავისუფლების საკითხი კვლავ გაურკვეველია, აშშ-ის სასამართლომ ბრიტნის უარი განუცხადა მოთხოვნაზე, განთავისუფლებულიყო მამის მეურვეობისგან. ამის გამო ის სოციალური ქსელის მეშვეობით არაერთ დაშიფრულ პოსტს ავრცელებს და საზოგადოების გაოცებასაც იწვევს.

„ეშმაკი დეტალებშია“ – წითელი მაცივრის შემდეგ ბრიტნი სპირსი შემზარავ ფოტოს ავრცელებს – 200 ათასი მოწონება და შოკირებული გამომწერები

ამჯერად ბრიტნიმ საზოგადოების გახალისება გადაწყვიტა და „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, სადაც რამდენიმე „ლუქს“ ირგებს და ცეკვავს.

მას ხან ყვითელი საცურაო კოსტიუმი აცვია, ხანაც  გამჭვირვალე შავი კომბინეზონი, ჭრელი კაბა და მოკლე ქვედაბოლო,  და ეს ყველაფერი როდია, ყოველივე ამას ბრიტნის ცეკვის მოძრაობებიც თან ახლავს.  აღნიშნულმა ვიდეომ საზოგადოება კვლავ აალაპარაკა ბრიტნის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ.

 „ჩაცმულობაც უგემოვნოა და ცეკვის ილეთებიც“, „ეს გოგო 2000-იანებში ჩარჩა“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, პოპ-ვარსკვლავ ბრიტნი სპირსზე დოკუმენტური ფილმი Framing Britney Spears გადაიღეს. ფილმის პრემიერა „ფოქსისა“ და „ჰულუს“ ეთერში, 5 თებერვალს შედგა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Britney Spears (@britneyspears)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები