25 წლიანი ურთიერთობისა და 3 შვილის შეძენის შემდეგ, ენრიკე იგლესიასმა ანა კურნიკოვაზე ფარულად იქორწინა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca წერს
გამოცემას ინსაიდერმა აუწყა, რომ სრულიად შემთხვევით, ენრიკეს ძმის საუბარი მოისმინა, რომელიც თავის ძმაზე ჰყვებოდა.
„ისინი ერთად თითქმის 25 წელია არიან. ენრიკეს აღარ მოსწონს დიდი თავყრილობები და გლამური, ამიტომ მათ ახლახან, ფარულად იქორწინეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვიდეო: ენრიკე იგლესიასისა და ანა კურნიკოვას ოჯახური იდილია – წყვილი ახალ ფოტოს ავრცელებს
„სამი ანგელოზი“ – ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა შვილების იშვიათ ვიდეოს ავრცელებენ