ჰოლივუდის ახლად გამომცხვარი წყვილი, ირინა შეიკი და ტომ ბრედი ამჯერად ლონდონის სასტუმროში გამოიჭირეს. ინსაიდერების ცნობით, მათ 48 საათი სასტუმროს ნომერში გაატარეს, დილით კი შეუმჩნევლად, სხვადასხვა გამოსასვლელიდან გამოპარვას ცდილობდნენ.
მოდელი ცენტრალური გამოსასვლელიდან გამოვიდა, ამერიკული ფეხბურთის ლეგენდა კი უკანა გასასვლელიდან.
ცნობისთვის, ინსაიდერების განცხადებით, ირინა მოხიბლულია ტომით და ძალიან უნდა, რომ მათმა რომანმა სერიოზული სახე მიიღოს. მას მაქსიმალურად სურს, რომ რაც შეიძლება ვიწრო წრეში იტრიალოს, რათა ნაკლები ინფორმაცია გავიდეს ფართო საზოგადოებაში.
„შეიკმა რამდენიმე მეგობართან ურთიერთობა ტომ ბრედის გამო გაწყვიტა“ – უახლესი დეტალები წყვილის შესახებ