LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-მა AirTag, iPad Pro და iMac წარადგინა – გაიგეთ ფასები

163
page

სულ ცოტა ხნის წინ Apple-მა წლის პირველი ღონისძიება გამართა, ის საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ერთდროულად რამდენიმე ახალი პროდუქტი, AirTag, iPad Pro და iMac წარადგინა.

ფოტო: Apple ახალ მოწყობილობებს 20 აპრილს წარადგენს

ახალი iPad Pro-ები წინამორბედისგან განსხვავებულია და საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. განახლდა ეკრანიც, ის 12,9 ინჩიანი იქნება. აღსანიშნავია, რომ ტაბლეტებზე წინასწარი შეკვეთები 30 აპრილიდან დაიწყება, 11 ინჩიანი მოდელის ფასი 799 დოლარი იქნება, ხოლო 12,9-იანი ტოპ მოდელის ფასი 1 099 დოლარი.

ასევე Apple-მა განახლებული დიზაინის მქონე iMac წარადგინა, ის საოცრად თხელია, ეკრანის ზომა 24 ინჩს შეადგენს. მისის ფასი 1 499 დოლარი იქნება.

საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი AirTag გახლავთ, პატარა მოწყობილობა თქვენს ნივთებს უკავშირდება და მათ ძებნაში გეხმარებათ. მისი ფასი 100 დოლარი იქნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები