LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Apple ახალ მოწყობილობებს 20 აპრილს წარადგენს

56
page

Apple საზოგადოებას ახალ მოწყობილობებს 20 აპრილს წარუდგენს. პირდაპირი ტრანსლაცია ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ  კომპანია ღონისძიებაზე პლანშეტური კომპიუტერების,  iPad Pro-ს ორ ახალ ვერსიას წარადგენს, რომელსაც Mini LED ეკრანი აქვს, მისი ზომაც სულ რაღაც 12,9 დუიმია. მეორე მოწყობილობის ზომა კი 11 დუიმს შეადგენს.

აღნიშნულ ტექნიკასთან ერთად, ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, Apple-ის ახალ უსადენო ყურსასმენებს, მათ შორის, AirPods Pro-ს გაუმჯობესებულ ვერსიას ვიხილავთ. ასევე მოწყობილობა AirTags, ვიხილავთ, ის მომხმარებლებს ბლუთუზის მეშვეობით დაკარგული ნივთების პოვნაში დაეხმარება. ღონისძიებაზე განახლებული Apple TV-ის გამოჩენასაც უნდა ველოდოთ, რომელიც,  ვიდეოთამაშებზე იქნება ორიენტირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები