LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასაკთან ერთად ადამიანს აქვს უფლება, თავად აირჩიოს, როგორ წავა ამ ცხოვრებიდან“ – რა უთხრა ალენ დელონმა ვაჟს ევთანზიასთან დაკავშირებით

778
page

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარულ მსახიობს, ალენ დელონს სიცოცხლის დასრულება ევთანზიით სურს. ამის შესახებ 86 წლის დელონმა თავის ვაჟს, ენტონის უთხრა.

ალენ დელონს სიცოცხლის დასრულება ევთანზიით სურს

აღნიშნული ინფორმაცია ენტონიმ საკუთარი მემუარების საშუალებით გაასაჯაროვა და მამასთან დიალოგიც გაიხსენა:

„ტონი, თუკი ერთხელაც რაიმე შემემთხვევა, ვიქნები კომაში ან აპარატზე შეერთებული, მინდა რომ აპარატი გამორთო“, – უთხრა ალენმა ვაჟს.

აღსანიშნავია, რომ პირველად ალენი ევთანზიის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს ალაპარაკდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფრანგული კინოს ლეგენდას ინსულტი დაემართა.

„ასაკთან ერთად ადამიანს აქვს უფლება, თავად აირჩიოს, როგორ წავა ამ ცხოვრებიდან, მშვიდად, ყოველგვარი კლინიკებისა და ნემსების გარეშე, მე ახლა შვეიცარიაში ვცხოვრობ, სადაც ევთანზია ლეგალურია. მე ვთვლი, რომ ეს ყველაზე ლოგიკური რამაა“, – განაცხადა ალენმა.

ფოტო/ვიდეო: „ცუდი არ იქნებოდა, ორივე ერთად წავსულიყავით“ – ალენ დელონი ბელმონდოს უკანასკნელ გზაზე აცილებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები