LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გთხოვთ, ასეთ მომენტში ჩვენი პირადი სივრცე არ შეზღუდოთ“ – ახალი დეტალები კრიშტიანო რონალდოს ვაჟის გარდაცვალების შესახებ

216
page

რამდენიმე საათის წინ საზოგადოება სამწუხარო ინფორმაციამ მოიცვა, კრიშტიანო რონალდოსა და ჯორჯინა როდრიგესს ახალშობილი ვაჟი გარდაიცვალა. ფეხბურთელმა ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

„ჩვენ განადგურებულები ვართ და უმორჩილესად გთხოვთ, ასეთ მომენტში ჩვენი პირადი სივრცე არ შეზღუდოთ“, – წერს რონალდო.

„გიზიარებთ ჩვენი პატარა ბიჭის დაკარგვის ამბავს“ – კრიშტიანო რონალდოსა და ჯორჯიანა როდრიგესის ახალშობილი ვაჟი გარდაიცვალა

ამ ამბით შეძრული საზოგადოება და წყვილის მეგობრები ერთმანეთის მიყოლებით გამოხატავენ თანაგრძნობას რონალოდსა და როდრიგესის მიმართ. ცოტა ხნის წინ ახალი დეტალები გახდა ცნობილი როგორც ირკვევა, ბიჭი მშობიარობის დროს გარდაიცვალა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

„ჩვენი პატარა ანგელოზი, უკვე ჩვენი მამის კალთაშია“, – წერს კრიშტიანოს და სოციალურ ქსელში.

ჯორჯიანა და კრიშტიანო სუროგატი დედის მომსახურებით არ სარგებლობენ – როდრიგესი ექოსკოპიაზე გადაღებულ ფოტოს ავრცელებს

ჯორჯიანა როდრიგესი ულამაზესი ორსულია – უახლესი ფოტოები „ინსტაგრამიდან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები