32 წლის ტეილორ სვიფტის შემოქმედების შესახებ საზოგადოებამ ყველა დეტალი იცის. მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. მან ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღეში ახალ ალბომს გამოუშვებს.
და აი, პირად ცხოვრებაზე ის არასდროს საუბრობს. სვიფტი და მსახიობი, ჯო ელვინი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან. 2 წლის წინ მედია იმასაც წერდა, რომ წყვილი ფარულად დაქორწინდა.
ამჯერად, ტეილორი და ელვინი ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიღეს, ეს წყვილის მართლაც იშვიათი გამოჩენაა. ისინი ავეჯის მაღაზიას ესტუმრნენ და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.
32 წლის ტეილორი და 31 წლის ჯო ერთმანეთს საოცრად უხდებიან, ორივე მაღალია, ორივეს ქერა თმა და ცისფერი თვალები აქვს, ამიტომ ინტერნეტსივრცეში აღნიშნავენ, რომ მათი ტანდემი იდეალურია.
„ასეთი იდეალური წყვილი ჰოლივუდში არ არსებობს“, „როგორ უხდებიან ერთმანეთს“, – წერენ გულშემატკივრები.
ტეილორ სვიფტის გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ ვარსკვლავი გათხოვდა