ბოლო თვეების განმავლობაში ბრიტნი სპირსისა და სემ ასგარის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ბევრჯერ დაიწერა. პოპის პრინცესა ბაჰამის კუნძულებზე მეუღლის გარეშე ისვენებდა, ის ქორწინების ბეჭდის გარეშეც ბევრჯერ გამოჩნდა. თუმცა, გასულ თვეს წყვილმა უქმეები იახტაზე ერთად გაატარა.
ახლა კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს, ბრიტნი და სემი ერთწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ამის მიზეზი ბრიტნის ღალატია.
ინსაიდერების ცნობით, სემი ჭორების აჰყვა, მას დღემდე ჰგონია, რომ სპირსმა მას უღალატა. ახლა 28 წლის სემი თავის სახლში მარტო ცხოვრობს, ჯერჯერობით მეტი დეტალი ცნობილი არ არის.
ცეცხლოვანი ცეკვა ქმრისთვის – ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი დაუვიწყარ მოგზაურობაში გაემართნენ
„ბრიტნი და სემი ყოველდღიურად სკანდალებს აწყობენ და მათი გაშველება დაცვის სამსახურს უწევს“ – მედია