ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრიტნი სპირსს მეუღლესთან, სემ ასგარითან პრობლემები ჰქონდა და ისინი ფაქტობრივად განშორების ზღვარზე იყვნენ. პოპის პრინცესა ჰავაიზე დასასვენებლად მის გარეშე იმყოფებოდა.
თუმცა, უახლესმა ფოტოებმა ყველანაირი ჭორი გააქარწყლა. ბრიტნი მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად დაუვიწყარ მოგზაურობაში გაემართა. მან სოციალურ ქსელში არაერთი შთამბეჭდავი ფოტო და ვიდეო გაავრცელა. ერთ-ერთ ვიდეოში ის იახტაზე სემისთვის ცეცხლოვან ცეკვას ასრულებს.