LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოვრება 60 წლის შემდეგ იწყება – შერონ სტოუნისა და უცნობი, ახალგაზრდა მამაკაცის ფლირტის ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს

1005
Untitledвпаsssss

63 წლის მსახიობ, შერონ სტოუნს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი პირადი ცხოვრება დასრულებულია და ის პაემნებზე სიარულს აღარ აპირებს, თუმცა, სიტყვები ერთია, ქცევა კი მეორე. „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი გასულ კვირას უცნობ მამაკაცთან პაემანზე გადაიღეს.

ფოტო: 63 წლის შერონი შეყვარებულია? – სტოუნი უცნობ მამაკაცთან პაემანზე გადაიღეს

ახლახან კი ინტერნეტსივრცე შერონის ახალმა ფოტოებმა დაიპყრო. ის ბევერლი-ჰილსზე, რესტორნიდან გამოსვლის დროს დააფიქსირეს, მან მეგობარ ქალბატონთან  ერთად ივახშმა, ლიფტთან კი ახალგაზრდა, საოცრად სიმპათიური მამაკაცი დახვდა, რომელსაც სტოუნი ჩაეხუტა. ისინი იღიმოდნენ, ფლირტი თვალსაჩინო იყო.

63 წლის მსახიობი, როგორც ყოველთვის, ელეგანტურად გამოიყურებოდა, მას ლურჯი პიჯაკი და თავისუფალი სტილის, ნაცრისფერი შარვალი ამშვენებდა. საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა უცნობი, იდუმალი მამაკაციც, მას ატმისფერი პიჯაკი და თეთრი შარვალი ეცვა.

63 წლის წლის შერონ სტოუნმა სექსუალური დიდება დაიბრუნა – ვარსკვლავის საოცარი ფოტოსესია ვენეციაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები