Coldplay-ის ,,ინსტაგრამზე”, ჯგუფის ლიდერმა, კრის მარტინმა იმ სიმღერების სია გამოაქვეყნა, რომელთაც ის ბოლო პერიოდში აქტიურად უსმენს. 41 წლის ვოკალისტმა ამჯერად მხოლოდ 4 საყვარელი კომპოზიცია გაგვიზიარა.
ჩამონათვალში ისეთი მუსიკოსებისა და კოლექტივის ჰიტები მოხვდა, როგორებიცაა: Barrie, Stromae, Mazowsze და ასევე, მუსიკა კინოფილმიდან ,,განსხვავებული აზრი”.
ამასთან, გვინეტ პელტროუს ექს-მეუღლემ, თაყვანისმცემლებს კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი დრამის, Capernaum ნახვა შესთავაზა.
,,შაჰ რუხ ხანი სამუდამოდ”, – ასე დაასრულა ,,ტვიტი” ორი შვილის მამამ.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ჩამონათვალი კრის მარტინმა იანვარშიც შემოგვთავაზა.
Coldplay-ის ვოკალისტმა ფავორიტი სიმღერების სია გამოაქვეყნა (ფოტო)