LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაშლა თუ პაუზა? – BTS აცხადებს, რომ შემოქმედებით პაუზას იღებს

204
page

სამხრეთკორეული ბოიბენდი, BTS 21-საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული კოლექტივია. ბენდის წარმატებები შექმნისთანავე დაიწყო, თუმცა მიმდინარე წელი ბიჭებისათვის მართლაც ყველაზე წარმატებული გამოდგა, ჯგუფი „გინესის რეკორდების დიდების დარბაზში“ შევიდა, მოხსნა Aerosmith-ის 23-წლიანი რეკორდი, MTV Europe Music Awards-ზე კი ერთპიროვნული გამარჯვების მოპოვებაც შეძლო.

American Music Awards-ის ერთპიროვნული გამარჯვებული BTS-ია

პრემიერა: Coldplay და BTS ერთობლივ კლიპს ავრცელებენ

როგორც ჩანს, ამხელა წარმატების შემდეგ ბიჭები დაიღალნენ და დამსახურებულ „არდადეგებზეც“ წასვლა გადაწყვიტეს.  სულ ცოტა ხნის წინ ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ შემოქმედებითი პაუზის აღებას აპირებენ.

„ეს დასასრული არ არის“,  – ირწმუნებიან კეი-პოპ ჯგუფის წევრები, თუმცა, მათი გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ჯგუფი სამუდამოდ დაიშალა.

შეგახსენებთ, BTS-ს 2019 წელს პატარა შემოქმედებითი პაუზა უკვე ჰქონდა. დაბრუნების შემდეგ კი მუსიკალური ინდუსტრია შტურმით აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები