ის მღერის, უკრავს, ცეკვავს, რინგზე როკი ბალბოაა, ფლობს კარგ  იუმორს და ჟღალი თმა აქვს. სულ რაღაც 28 წლისაა და უკვე ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრის ტუტული აქვს მინიჭებული.

Brit Awards-ის გამარჯვებული მართლაც ძალიან ნიჭიერია, თუ არ გჯერათ, გადახედეთ ედ შირანის ტოპ-5 მუსიკალურ ვიდეოს, სადაც ის სრულიად განსხვავებულ როლებს ირგებს. რომანტიკული, იმედგაცრულებული წითური ბიჭიდან, – რინგზე მოსპარეზე მამაკაცამდე, რომელიც სხვათა შორის შესანიშნავად ცეკვავს.

„ფორტუნა პლუსი” ედ შირანის ყველაზე სახასიათო ვიდეოკლიპებს გთავაზობთ:

How Would You Feel

მუსიკალური ვიდეო  55,801,702 ნახვით და სიმღერა, რომელიც ედ შირანმა თავისი პირველი სიყვარულს მიუღღვნა. თუკი ყურადღებით  მოუსმენთ, მიხვდებით  რომ კომპოზიციაში  მშვენივრად არის აღწერილი ავტორის ემოციური მდგომარეობა და აღნიშნული სასიყვარულო ურთიერთობის არსი.

Lego House

წითური ბიჭების ტანდემი – „ჰარი პოტერის“ ვარსკვლავს, რუპერტ გრინტს ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ ის და ედ შირანი ორეულები არიან, სწორედ ამიტომაც გამოვიდა აღნიშნული ვიდეო ასეთი წარმატებული და გამოსვლისთანავე მაღალი რეიტინგი დადო. დასაფიქრებელი კომპოზიცია და ვიდეო, იმისთვის რომ საკუთარ თავს ჩაუღრმავდეთ.

Galway Girl

ირლანიურ პაბში განვითარებული მოვლენები გულგრილს არავინს ტოვებს, ედ შირანის თვალით დანახული საუკეთესო წვეულება თურმე სწორედ ასეთია. ამყოლი რიტმი, ედის გამორჩეული ხმა და განწყობაც შექმნილია. სად გაქრა მცირედ დეპრესიული, სენტიმენტალური ბიჭი, – უცნობია.

Thinking Out Loud

ვიდეოს გამოსვლამ მსმენელი გააოცა, ყველას უკვირდა ედ შირანის ხილვა მოცეკვავის ამპლუაში, საბოლოოდ ამ ამოცანას ედმა წარმატებით გაართვა თავი, ვიდეომ კი გრემის ჯულდო მოიპოვა. ერთ-ერთი ყველაზე ექსპრესიული შესრულება, სიმღერა და ვიდეო გაყიდული 1,19 მილიონი ასლით.

Shape of You

სიმღერამ რეკორდი მოხსნა და დიდ ბრიტანეთში 2017 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. 2 მილიარდი ნახვა გამოსვლისთანავე, მსოფლიო ჩარტებში მოწინავე პოზიცია და ედ შირანის ალტერნატიული ხასიათი, რომელიც კლიპში მშვენივრად არის წარმოჩენილი.

კატეგორიები: TOP 10

მსგავსი თემები