LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, კვლავ დავბრუნდე წარსულში“ – „აფაზიის“ დიაგნოზის შემდეგ, ბრიუს უილისი კინოს ალტერნატიული გზით დაუბრუნდება

127
page

რამდენიმე თვის წინ, 67 წლის ბრიუს უილისს აფაზიის დიაგნოზი დაუსვეს, ამის გამო „კერკეტი კაკალის“ ვარსკვლავმა კინოკარიერა დაასრულა. ვრცელდებოდა არაერთი დეტალი, თუ როგორ იტანჯებოდა ბრიუსი გადაღებების დროს. მას ყურსასმენების საშუალებით კარნახობდნენ სცენარის ტექსტს, რადგან ბოლო პერიოდში მას მეხსიერების პრობლემები დაეწყო.

ბრიუს უილისის დუბლიორი ყვება, როგორ იცვლებოდა მსახიობის ქცევა მეტყველების დარღვევის დიაგნოზამდე

სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მსახიობი კინოს დაუბრუნდება, თუმცა ეს ალტერნატიული მეთოდით მოხდება. უილისმა და ტექნოლოგიურმა კომპანია Deepcake შეთანხმებას მიაღწიეს, რის საფუძველზეც კომპანია ბრიუსის გამოსახულების გამოყენებას შეძლებს. ასე რომ შესაძლოა მალე ბრიუსი კვლავ ვიხილოთ ფილმებსა თუ სარეკლამო რგოლებში.

„ეს ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა კვლავ დავბრუნდე წარსულში“, – აცხადებს უილისი.

ვიდეო: „მუსიკა კურნავს, შენ აფაზიას დაამარცხებ!“ – ბრიუს უილისის საოცარი პერფორმანსი ჰარმონიკაზე

„ტკივილამდე მიყვარს“ – ემა ჰემინგი ბრიუს უილისის ვიდეოს ავრცელებს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები