ბრიუს უილისის მეუღლე, ემმა ჰემინგი „ინსტაგრამზე“ ვიდეოს ავრცელებს. 67 წლის ბრიუსი დერეკ რიჩარდ ტომპსონთან ერთად კიბეზე ზის და ჰარმონიკაზე ოსტატურად უკრავს.
„მათი ნიჭი თავად საუბრობს ყოველივეზე, იყოს ეს ვიდეო აქ“, – წერს ემმა ჰემინგი.
უილისის გულშემატკივრები აღფრთოვანდნენ მსახიობის პერფორმანსით.
„მუსიკა კურნავს!“,„უნიჭიერესი ხარ ბრიუს“,„შენ აფაზიას დაამარცხებ“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ბრიუს უილისს რამდენიმე თვის წინ „აფაზიის“ დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მეხსიერების პრობლემებსა და კოგნიტიურ დისფუნქციას იწვევს.
„ტკივილამდე მიყვარს“ – ემა ჰემინგი ბრიუს უილისის ვიდეოს ავრცელებს
„აფაზიის“ დიაგნოზის შემდეგ ცხოვრება გრძელდება – 67 წლის ბრიუს უილისი მალიბუს ქუჩებში სეირნობს