LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„500 ადგილიან  კინოთეატრში მხოლოდ 12 ადამიანი ვიყავით“ – 62 წლის მადონა „გუჩის“ ტანისამოსში შეუდარებელია

103
41770630-0-image-a-27-1618441619158

მადონა თავისი საკონცერტო ფილმის, Madame X-ის სანახავად იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, აღნიშნული მოვლენა არტისტმა 15,8 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერს გაუზიარა. აღსანიშნავია, რომ პოპ-ვარსკვლავი თავიდან ბოლომდე „გუჩის“ ტანისამოსში იყო გამოწყობილი.

62 წლის არტისტი საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. მას წითელ, იისფერ და ცისფერ ფერებში გადაწყვეტილი ორეული ეცვა, რომელსაც ბადე კოლჰოტი და მასიური ბათინკები შეუხამა.

„სრულიად გუჩით ვარ შემოსილი…ვნახე ჩემი ფილმი, 500 ადგილიან  კინოთეატრში მხოლოდ 12 ადამიანი ვიყავით, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივი იყო“, – ასე დაასათაურა ფოტოების სერია ლეგენდარულმა პოპ-ვარსკვლავმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები