„გუჩის სახლის“ გადაღებები დასრულდა. კრიმინალურ დრამაში ლეგენდარულმა რეჟისორმა, რიდლი სკოტმა ვარსკვლავები შეკრიბა. ფილმში ჩვენ ალ პაჩინოს, ლედი გაგას, ადამ დრაივერს, ჯარედ ლეტოს და სელმა ჰაიეკს ვიხილავთ.
ლეგენდარული ალ პაჩინო და ლედი გაგა – უახლესი ფოტოები „გუჩის სახლის“ გადასაღები მოედნიდან
როგორც ჩანს, 81 წლის ლეგენდარული მსახიობი, ალ პაჩინო დასვენებას არ აპირებს. მუშაობის დასრულების შემდეგ ის ახალ კინო პროექტს შეუდგა. ის ლოს-ანჯელესის ქუჩებში გადაიღეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფილმზეა საუბარი. მან ერთი საათის განმავლობაში ორი, რადიკალურად განსხვავებული იმიჯი მოირგო. ჯერ კლასიკური, ყავისფერი კოსტიუმი ეცვა, შემდეგ კი თავისუფალი სტილის სპორტულები.