ნატალი პორტმანი და მისი მეუღლე, ბენჯამინ მილპედი ავსტრალიაში იმყოფებიან, მათ თან ორი ქალიშვილი ახლავთ. ოჯახის ხილვა სიდნეის სანაპიროზე იშვიათობას არ წარმოადგენს.
ნატალი პორტმანი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად სიდნეის სანაპიროზე დააფიქსირეს – პაპარაცული ფოტოები
ამჯერად წყვილი ოჯახურ დღესასწაულზე გადაიღეს, ისინი კვლავ სანაპიროზე იმყოფებოდნენ და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ. 40 წლის ნატალი და 44 წლის ბენჯამინი ერთმანეთს ეხვეოდნენ და კოცნიდნენ. მას The Vampire’s Wife-ის ნაზი, ყვავილებიანი კაბა ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც 1275 ევროს შეადგენს. სანაპიროზე ის ფეხშიშველი დადიოდა.