ყოფილი სპორტსმენი, ალექს როდრიგესი და ჯენიფერ ლოპესი ერთმანეთს 6 თვის წინ დაშორდნენ. ახლა ჯეი ლო ცხოვრების მთავარ სიყვარულთან გეგმავს მომავალს, ალექსი კი საყვარელი ქალის დაკარგვით გამოწვეულ სევდას ეულად ებრძვის. თუ დასავლურ მედიას დავუჯერებთ, სულ მალე „ბენიფერი“ იქორწინებს. აღნიშნული თემა აქტუალურობას დღემდე არ კარგავს.
„მადლობა ღმერთს ამისთვის“ – ალექს როდრიგესის პირველი კომენტარი ჯეი ლოსთან განშორების შემდეგ
სულ ცოტა ხნის წინ 46 წლის ალექს როდრიგესი ბეისბოლის მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის შემდეგ „ბენიფერის“ ფანებმა დატროლეს. საქმე ისაა, რომ ალექსი გუნდის „ნიუ იორკ იანკისის“ გულშემატკივარია, ბენ აფლეკი კი მათი მოწინააღმდეგე გუნდის, Boston Red Sox-ის. სწორედ მათი შეძახილები ისმოდა პირდაპირი ეთერის დროს.
„ჯეი ლო და ბენი“,„ჯეი ლო ბენმა მიიღო“ „ბენ აფლეკმა ჯეი ლო აგახია“ , – ისმოდა შეძახილები, თუმცა ყოფილი სპორტსმენი და ჯეი ლოს ყოფილი საქმრო სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ცდილობდა ემოციებს არ აჰყოლოდა.
ალექს როდრიგესის პირველი კომენტარი ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის რომანზე