ბიონსე და ჯეი-ზი ერთ-ერთ ყველაზე მყარ ჰოლივუდურ წყვილად არის აღიარებული. ისინი უკვე 13 წელია ქორწინებაში იმყოფებიან. აღნიშნული თარიღის აღსანიშნავად 39 წლის ბიონსე მეუღლესთან ერთად ლას-ვეგასში, რომანტიკულ მოგზაურობაში გაემართა.
ფოტოები ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი შეუდარებლად გამოიყურებოდა. მას შავსა და წითელ ფერებში გადაწყვეტილი ორეული, ტოპი და შორტი ამშვენებდა, რომელსაც დიდი ზომის მზის სათვალე და მაღალქუსლიანი წითელი ფეხსაცმელი შეუხამა.






