ჰარდი-დეპის განახლებული სასამართლო პროცესიდან ჩვენ უკვე ბევრი ფოტო ვიხილეთ. ალბათ შეამჩნევდით, რომ ჯონი პროცესზე პრაქტიკულად სულ მუქი ფერის მზის სათვალით ჩნდება, ან თვალებს ხელით იფარავს. ის ყოფილ ცოლს თვალებში არასდროს უყურებს. ეს ფაქტი ემბერს არ გამოჰპარვია და გადაწყვიტა, თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა.
„ემბერ ჰარდმა ნარკოტიკული საშუალება მაგიდაზე განზრახ დადო და ფოტო გადაუღო“ – მორიგი „ტრიუკი“?
„შეხედეთ მოძალადეს, ის მე თვალებშიც არ მიყურებს“, – განაცხადა ჰარდმა ერთ-ერთ პროცესზე, თუმცა მას ყოფილი ქმრის პირობა სულ გადაავიწყდა.
ცნობისთვის, განშორების დროს, როდესაც ემბერი ქმარს ძალადობაში ადანაშაულებდა, დეპი მას დაჰპირდა, რომ მის მზერას ვეღარასდროს იხილავდა და ჯონმა ეს პირობა ყოფილ ცოლს შეუსრულა. ჯერ არცერთ პროცესზე ჯონსა და ემბერს შორის თვალებით კონტაქტი არ მომხდარა.
ჯონი დეპი „გაფაქტულია“ – ემბერ ჰარდმა სასამართლო პროცესზე სკანდალური ფოტოები გამოაჩინა