LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ეს უკვე ზედმეტია“ – ორსული რიანას ჩაცმულობა საზოგადოების კრიტიკის ობიექტი ხდება

7311
page

თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რიანა ორსულადაა. ის და მისი შეყვარებული, A$AP Rocky სულ მალე მშობლები გახდებიან. მას შემდეგ 33 წლის ბარბადოსელი ლამაზმანი არაერთხელ გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.

ფოტო: ორსული რიანა ბედნიერებას ასხივებს – წყვილის დატვირთული უქმეები 

ჯინსის შარვალი, ქურქი ლეოპარდის პრინტით და ტოპი –  ორსული რიანას დღის ,,ლუქი” ყველა რეკორდს ხსნის 

რიანას სტილი ორსულობის დროსაც ეპატაჟური და მრავალფეროვანი რჩება, მისთვის წამოზრდილი მუცელი ბარიერს არ წარმოადგენს. რირი ფაქტობრივად, სულ მუცელ-მოშიშვლებული დადის. ამის გამო ის არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი.

გამონაკლისი არც მისი უკანასკნელი გამოჩენა იყო, რიანა ამჯერად ნიუ-იორკის ქუჩებში, დღისით გადაიღეს. მას ლეოპარდის პრინტიანი მოსაცმელი შიშველ სხეულზე ჰქონდა ეცვა. აღნიშნულ „ლუქს“ მან შავი, თავისუფალი სტილის შარვალი და ღია, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.

„ეს უკვე ზედმეტია“, „არ სცივა?“,„ძალიან შეუფერებლად აცვია“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის,  არტისტი ახალი ალბომის გამოშვებას მიმდინარე წელს აპირებს. ამის შესახებ გამოცემა The Sun-წერს.

ფოტო: როგორ გვეცვას ორსულობის ბოლო თვეს – 33 წლის რიანას ეპატაჟური გამოჩენა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები