გასულ კვირას, ვიქტორია ბექჰემი სკანდალში გაეხვია. ინტერნეტსივრცე მისი დის, ლუიზ ადამსის ფოტოებმა მოიცვა, 37 ლუიზი პარკინგზე, სუპერვაიზერის პოზიციაზე მუშაობს, მისი ანაზღაურება კი საათში 13 ფუნტს შეადგენს.
„მილიონერებო ბექჰემებო, დაეხმარეთ დას“, „წარმოუდგენელი ამბავია“, – წერდნენ კომენტარებში.
„მილიონერებო ბექჰემებო, დაეხმარეთ დას“ - საათში 13 ფუნტი - ვიქტორია ბექჰემის და პარკინგზე მუშაობს
დევიდისა და ვიქტორია ბექჰემების ქონება დაახლოებით, 300 მილიონ დოლარს უტოლდება
ახლახანს კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ცნობილი დიზაინერის მოდის სახლი გაკოტრების პირასაა. ყველაფერი 2018 წელს დაიწყო, კოპანიამ 12,3 მილიონი ფუნტით იზარალა, 2019 წელს – 11,8 მილიონით, ახლა კი ვიქტორიას სამოდელო ბიზნესი ფაქტობრივად სრულად გაკოტრდა. საერთო ზარალი 46 მილიონ ფუნტს შეადგენს.
ინტერნეტსივრცეში კომენტარები არ წყდება – „კარმამ უწია“, „დას რომ არ დაეხმარა, ამის გამო ისჯება“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, დევიდისა და ვიქტორია ბექჰემების ქონება დაახლოებით, 300 მილიონ დოლარს უტოლდება. შეგახსენებთ, ვიქტორიამ 2019 წლის Spice Girls-ის ტურნეში არ მონაწილეობდა, თუმცა, ბენდი მაინც ვალდებული იყო დიზაინერისთვის წილი გადაეხადა. აღნიშნული ტურნედან შემოსავალი მან 2020 წელს მიიღო. როგორც გუნდის კომპანიის მეწილემ მან მოგების 4.5. მილიონი დოლარის მეხუთედი გამოიმუშავა.