LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კეტი ჰოლმსმა შეფ-მზარეულთან, ემილიო ვიტოლოსთან რომანი დაადასტურა

186
safe-image

მას შემდეგ, რაც მსახიობი კეტი ჰოლმსი ტომ კუზს გაშორდა, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია იშვიათად ვრცელდება. ტაბლოიდები აქტიურად წერდნენ მისი და ჯეიმი ფოქსის რომანის შესახებ, თუმცა, ინფორმაცია ოფიციალურად არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია.

როგორ ჩანს 41 წლის ვარსკვლავის პირად ცხოვრებაში სიახლეებია, მას რომანი ცნობილ შეფ-მზარეულთან, 33 წლის ემილიო ვიტოლოსთან აქვს და აღნიშნული ურთიერთობის გასაიუდუმლოებას კეტი არ აპირებს. წყვილი ნიუ-იორკში დააფიქსირეს, ისინი ერთმანეთს საჯაროდ კოცნიდნენ და ეხვეოდნენ.

ცნობისთვის, ვიტოლოს მამა, რესტორნის  Emilio’s Ballato მფლობელია, რომელიც ვარსკვლავებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

შეგახსენებთ, კეტი ჰოლმსსა და ტომ კრუზს საერთო ქალიშვილი,  13 წლის სური ჰყავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები