გასული წლის ბოლოს, კეტი პერისა და ორლანდო ბლუმს ქალიშვილი შეეძინათ. გოგონას დეიზი დავი დაარქვეს. ახლა კი წყვილი არდადეგებს ჰავაის კუნძულებზე ატარებს. მათთან ერთად მათი ქალიშვილიც იმყოფება.
ახლახანს წყვილმა თვეების ბავშვი პირველად გამოაჩინა. ოჯახი სანაპიროზე ნებივრობდა. წონაში მომატებულ კეტის ჟოლოსფერი, მთლიანი საცურაო კოსტიუმი ამშვენებდა, ორლანდო კი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იყო, მას მოკლე შავი შორტი ეცვა. რაც შეეხება 6 თვის დეიზის, გოგონას ვარდისფერი ქუდი ეხურა და ჭელი მაისური ეცვა.