LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „კვირა ფეხბურთის დღეა“, – სიარას ბავშვები ინტერნეტს იპყრობენ

138
safe-image

2 თვის წინ, 34 წლის მომღერალი სიარა დედა მესამედ გახდა. მასსა და მის მეუღლეს, რასელ უილსონს ვაჟი შეეძინათ. ვარსკვლავის ორსულობამ საკმაოდ ენერგიულად ჩაიარა. სიარა სოციალურ ქსელში 54,9 მილიონ გამომწერს ფოტოებს ხშირად უზიარებდა. გასულ თვეს კი ინტენეტში ვარსკვლავის ახალი კლიპი გავრცელდა, რომელიც მომღერალმა მშობიარობამდე ორი დღით ადრე გადაიღო.

როგორც ირკვევა, უქმეებზე ოჯახი დროს ფეხბურთის ყურებას უთმობს. სულ ცოტა ხნის წინ, მრავალშვილიანმა დედამ სოციალურ ქსელში ბავშვების ფოტო გაავრცელა, ოჯახი მამას გულშემატკივრობდა, რომელიც ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეა. სამივეს თემატური პიჟამა ეცვა.

ფოტომ ინტერნეტში დიდი მოწონება დაიმსახურა. „უსაყვარლესი ბავშვები არიან“, – წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები