39 წლის შემდეგ ლეგენდარული შვედური ჯგუფის, Abba-ს წევრები კვლავ ერთად შეიკრიბნენ. ისინი ახალი ალბომის გამოშვებას აპირებენ და უამრავი გეგმა აქვთ. მართალია, მათი ტურნე პანდემიის გამო გადაიდო, თუმცა ისინი დანებებას არ აპირებენ.
სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ლეგენდარული ჯგუფი ერთ კვირაში სრულად ახალ სიმღერას გამოუშვებს.
ცნობისთვის, გასულ თვეს, კოლექტივის ოქროს ჰიტების კრებულმა, Abba Gold, ახალი მწვერვალები დაიპყრო. ალბომმა ბრიტანეთის ჩარტებში მოწინავე პოზიციებზე მიყოლებით 1000 კვირა გაატარა.
მუდამ აქტუალური – ლეგენდარული Abba-ს ალბომი, Abba Gold რეკორდსმენია