ბრიტნი სპირსის 13-წლიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის დასრულდა. ის მამის მეურვეობისგან საბოლოოდ განთავისუფლდა. მრავალი წლის განმავლობაში პოპ-პრინცესა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა. მამა მას გათხოვებასა და შვილების გაჩენას უკრძალავდა.
ნანატრი თავისუფლების მოპოვების შემდეგ ბრიტნი სპირსი თხოვდება – სემ ასგარიმ ნიშნობის ბეჭედი შეიძინა
გასულ კვირას, მისი შეყვარებული, სემ ასგარი ნიშნობის ბეჭდის არჩევის დროს საიუველირო მაღაზიაში გადაიღეს და აი, მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ველოდით. 39 წლის ბრიტნი და 27 წლის სემ ასგარი 5-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაინიშნნენ.
„ვერ ვიჯერებ“, – ასე დაასათაურა ბრიტნიმ ვიდეო, რომელშიც შეყვარებულთან ერთად გამომწერებს ნიშნობის ბეჭედს უჩვენებს.