LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რევანში კიმს – კანიე უესტი 22 წლის მოდელს ხვდება

109
page

Page Six-ის ცნობით, 44 წლის კანიე უესტი 22 წლის მოდელს, ვინეტრიეის ხვდება. გამოცემის ცნობით,  მათ გარკვეული პერიოდი რომანი უკვე ჰქნდათ. წყვილი საკვირაო წირვაზე ერთად შენიშნეს, მოგვიანებით კი ჰიპ-ჰოპ არტისტი და მოდელი კალათბურთის  მატჩზე გადაიღეს.

რეპერის ახალ გულისწორზე ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. მოდელი სოც.ქსელში არც თუ ისე აქტიურობს, თუმცა მას 400 ათასი გამომწერი ჰყავს.

ცნობისთვის, ბევრი ფიქრობს, რომ ეს კანიე უესტის რევანშია. როგორც ცნობილია, რეპერი ყოფილი ცოლის, კიმ კარდაშიანის და პიტ დევიდსონის ხშირი შეხვედრების გამო გაღიზიანებულია, მან კიმის „ინსტაგრამ“-გამოწერაც კი გააუქმა.

ეჭვიანობის შემოტევა – კიმ კარდაშიანისა და პიტ დევიდსონის ფოტოების გავრცელების შემდეგ კანიე უესტმა ყოფილი მეუღლის „ინსტაგრამ“-გამოწერა გააუქმა

ფოტო/ვიდეო: 41 წლის კიმ კარდაშიანი და 27 წლის პიტ დევიდსონი ერთმანეთს ხვდებიან? – წყვილის ახალი ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები