LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: შობა ალექსანდრა გრანტის გარეშე? – კიანუ რიზი კვლავ მარტოა

2600
page

კიანუ რივზი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მარტოხელა მამაკაცია. მას ცოლი არასდროს ჰყოლია და არც რომანებითაა განთქმული. ბოლო რამდენიმე წელი ის მხატვარს, ალექსანდრა გრანტს ხვდებოდა, მათი ურთიერთობა არაერთხელ ყოფილა განხილვის საგანი. ალექსანდრა კიანუს „ჯონ უიკისა“ და „მატრიცას“ გადაღებების დროს გვერდიდან არ მოშორებია, თუმცა ბოლო პერიოდში წყვილი ერთად აღარ გამოჩენილა. კიანუ „მატრიცას“ პრემიერაზე გულისწორის გარეშე მივიდა.

ფოტო: კიანუ რივზის „ტკბილი ნოემბერი“ ალექსანდრა გრანტთან

ფოტო: კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი „მატრიცას“ პრემიერაზე ერთად მივიდნენ – სად არის ალექსანდრა გრანტი?

რივზის გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ ისინი ერთად აღარ არიან. ამჯერად კიანუ საშობაო საყიდლების  პროცესში გადაიღეს. ის ნაძვის ხეს მარტო არჩევდა, როგორც ჩანს, 57 წლის კიანუ კვლავ მარტოა და შობას ალექსანდრა გრანტის გარეშე შეხვდება.

ეული და მოწყენილი კიანუ რივზის ფოტოს რეალური ისტორია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები