მოდელმა, სინდი კროუფორდმა და მისმა მეუღლემ, ბიზნესმენმა რენდი გერბერმა მაიამი ბიჩის სასტუმრო კომპლექსში Ritz-Carlton 3 მილიონ დოლარად პენტჰაუსი შეიძინეს.
55 წლის სინდისა და 58 წლის რენდის განკარგულებაშია იოგას სტუდია, სპორტ დარბაზები, საცურაო აუზები, იახტები, პერსონალური ნავმისადგომი, კინოთეატრი და სხვა უამრავი გასართობი პუნქტი.
რაც შეეხება უშუალოდ სახლს, იქ ორი საძინებელი და ამდენივე სააბაზანოა განთავსებული. ფანჯრებიდან კი ტბაზე საოცარი ხედი იშლება.