LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ტვისტი 28 წლის შემდეგ – უმა თურმანი და ჯონ ტრავოლტა გამარჯვებულის გამოცხადების დროს აცეკვდნენ

639
Untitled.pngfghfgh

2022 წლის, „ოსკარების“, რიგით 94-ე დაჯილდოების ცერემონიამ არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა, ზოგისთვის ის ერთფეროვანი იყო, ზოგისთვის კი პირიქით, თუმცა ფაქტია, „ოსკარების“ ეპოპეა გრძელდება და გრანდიოზული მოვლენის შემდეგ მასზე საუბარი არ წყდება.

ფოტო: აქ ვინმეს „აქუამენთან“ ფლირტი ხომ არ ესიამოვნებოდა?! – კეიტ ბეკინსეილი და ჯეისონ მომოა ზღვარგადასული ფლირტის დროს გამოიჭირეს

ფოტო: ორი ეპოქის ვარსკვლავი ერთად – ლედი გაგასა და ლაიზა მინელის მოულოდნელი გამოჩენა „ოსკარზე“

ამჯერად თქვენ ყურადღებას ლეგენდარულ მსახიობებზე, უმა თურმასა და ჯონ ტრავოლტაზე გავამახვილებთ. ისინი სემუელ ელ ჯექსონმა გამარჯვებულის გამოსაცხადებლად მოიხმო სცენაზე. ეპიკური ფილმის, „მაკულატურას“ ვარსკვლავები საოცარ ფორმაში იყვნენ, 51 წლის უმას თეთრი პერანგი ამშვენებდა, 68 წლის ტრავოლტას კი შინდისფერი პიჯაკი. მათ საკულტო სცენა გაიმეორეს და ტვისტიც იცეკვეს.  აღნიშნულ სცენას დიდი ოვაციები მოჰყვა.

„ზოგიერთი მსახიობი როლში სამუდამოდ რჩება“, – გაიხუმრა 73 წლის ლეგენდარულმა მსახიობია, სემუელ ელ ჯექსონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები