ლოს-ანჯელესში, The MTV Movie & TV Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების წამყვანი ლესლი ჯონსი იყო, სნუპ დოგმა კი საღამოს დიჯეის როლი მოირგო.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, სკარლეტ იოჰანსონი „თაობის ჯილდოთი“ დააჯილდოვეს, საშა ბარონ კოენმა „კომედიის გენიოსის ჯილდო“ დაიმსახურა. „წლის საუკეთესო ფილმი“ „ყველა ბიჭს: ყოველთვის და სამუდამოდ“ გახდა.
„წლის გარღვევის“ ტიტული „ბრიჯერტონის“ ვარსკვლავმა, რეგე-ჟან პეიჯმა მოიპოვა. „წლის საუკეთესო სერიალად“ კი „ვანდა/ვიჟენი“ დასახელდა.
ძირითად ნომინაციებში გამარჯვებულთა სია კი ასე გამოიყურება:
„საუკეთესო მსახიობი კინოში“ – ჩედვიკ ბოსმანი – „მა რეინი“
“საუკეთესო მსახიობი სერიალში“ – ელიზაბეტ ოლსენი „ვანდა/ვიჟენი“
„საუკეთესო კომედიური შესრულება“ – ლესლი ჯონსი – „ამერიკაში ჩამოსვლა“
„საუკეთესო გმირი“ – ენტონი მაკი -„შევარდენი და ზამთრის ჯარისკაცი“-
„საუკეთესო ბრძოლა“ – ვანდა და აგატა – „ვანდა/ვიჟენი
„საუკეთესო უარყოფითი პერსონაჟი“ – კეტრინ ჰან – „ვანდა/ვიჟენი“