ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი უკვე 10 წელია ქორწინებაში იმყოფებიან და ორ შვილს ზრდიან, თუმცა, ამ დრომდე ისინი ეკრანზე ერთად არასდროს გამოჩენილან. საზოგადოებისთვის ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა მათი ერთად ხილვა სერიალში „ქენდი“, სადაც ჯესიკა მთავარ როლს ასრულებს.
41 წლის ჯასტინი შერიფის როლს ასრულებს, მისი მეუღლე კი ნამდვილად აღფრთოვანებულია საყვარელ მამაკაცთან ერთად ტელე-შოუში მონაწილეობით. მოგვიანებით მათ ფოტოები „ინსტაგრამზე“ გაავრცელეს.
„საოცრად გიხდებათ ახალი იმიჯი“, „სუპერ წყვილი ხართ“, – წერენ კომენტარებში.
ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი მეორე შვილის მშობლები გახდნენ
ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი კორონავირუსს მთებში გაექცნენ