81 წლის ლეგენდარული მსახიობი, ალ პაჩინო შეყვარებულია, მისი ახალი გულის სწორი 28 წლის ნურ ალფალაჰია, რომელიც მანამდე მიკ ჯაგერსა და კლინტ ისტვუდს ხვდებოდა. წყვილის ერთად გადაღება პაპარაცებმა უკვე ბევრჯერ მოახერხეს. ისინი იტალიაშიც იმყოფებოდნენ.
28 წლის ნურ ალფალაჰი ალ პაჩინომდე, მიკ ჯაგერსა და კლინტ ისტვუდს ხვდებოდა – პაპარაცული ფოტოები
ფოტო: 81 წლის ალ პაჩინო მიკ ჯაგერის ყოფილ შეყვარებულთან, 28 წლის ნურ ალფალაჰთან ერთად გამოიჭირეს
ტაბლოიდების ცნობით, ნურმა და ალმა რომანი ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში გააბეს. გამოცემა Page Six წერს, რომ 28 წლის გოგონასთვის ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის საკმაოდ გავლენიანი ოჯახიდანაა და შესაბამისად მისი თვითმიზანი მატერიალური კეთილდღეობა არ გახლავთ. მას ლეგენდებთან მოგზაურობა უყვარს.
ცნობისთვის, გარდა ალ პაჩინოსი, მიკ ჯაგერისა და კლინტ ისტვუდის, 28 წლის ნური 60 წლის ინვესტორსა და ქველმოქმედს, ნიკოლას ბერგრუენს ხვდებოდა.