83 წლის ალ პაჩინო და მისი მეგობარი გოგო, 29 წლის ნურ ალფალაჰი ჰოლივუდში სავახშმოდ მიმავალი გადაიღეს. ავტომობილს ტრადიციულად ნური მართავდა, გვერდს კი მას ალი უმშვენებდა. ამ დღეს ორივეს შავი ტანისამოსი ეცვა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ჰოლივუდელმა პროდიუსერმა „ინსტაგრამზე“ ვაჟის პირველი ფოტო გაავრცელა.
„მთელი ჩემი გული და უდიდესი მადლი ჩემს ცხოვრებაში, რომანი“, – წერს ალფალაჰი.
შეგახსენებთ, ალ პაჩინოს რიგით მეოთხე შვილი, მიმდინარე წლის ზაფხულში შეეძინა. ინსაიდერის ცნობით, 28 წლის ნურ ალფალაჰი ბუნებრივი გზით დაფეხმძიმდა.
ჩვენ კვლავ ერთად ვართ! – 83 წლის ალ პაჩინო და 29 წლის ნურ ალფალაჰი პაემანზე მიმავალი გადაიღეს