გასულ კვირას, პაკისტანში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა. „კეთილი ნების ელჩი“, ანჯელინა ჯოლი მაშინვე გადაფრინდა პაკისტანში, რათა დაზარალებულებს დახმარების ხელი გაუწოდოს. მსახიობმა თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გაავრცელა, ასევე ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ფოტო, სადაც ჯოლი უკვე პაკისტანში იმყოფება და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება.
ფოტოებმა საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა. 47 წლის ჯოლი ღვთაებრივად გამოიყურება, მას თავშალი უკეთია.
„მე პაკისტანში ვიყავი, რათა მენახა დამანგრეველი წყალდიდობის შედეგები, რომელმაც ქვეყნის ერთი მესამედი დააზარალა. მე პაკისტანში ბევრჯერ ვყოფილვარ, თუმცა ასეთი რამ არასდროს მინახავს. მე თქვენ ბოლომდე დაგიდგებით მხარში“, – აცხადებს ანჯელინა.
„ღვთაებრივია“, „არარეალურად ლამაზია“, „უკეთილშობილესია“, – წერენ კომენტარებში.
„ბრედ პიტთან საბრძოლველად ემზადება“ – ანჯელინა ჯოლიმ სექსუალური იმიჯი დაიბრუნა