Vetements-ის კრეატიული დირექტორი, გურამ გვასალია, ჰიპ-ჰოპ არტისტს, კანიე უესტს პლაგიატში ადანაშაულებს. სულ ცოტა ხნის წინ უესტის ბრენდმა, Yeezy ახალი კოლექცია წარადგინა. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა მოდელმა YZY PODS, ეს გახლავთ „წინდა-ფეხსაცმელი“, რომლის ღირებულებაც 200 დოლარია.
მალევე, გურამ გვასალიამ „ინსტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა. ის აცხადებს, რომ კანიეს ახალი მოდელი ძალიან ჰგავს ფეხსაცმელს მისი კოლექციიდან.
„ორიგინალი წინდა-ფეხსაცმელი, რომელიც Vetements-მა 2019 წელს გამოუშვა, უფრთხილდით სიყალბეს“, – წერს გურამი.
ჯერჯერობით უესტს აღნიშნულ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
„დიდი მადლობა გურამ“ – მადონა გურამ გვასალიასთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს
„ადიდასთან“ პარტნიორობის გაწყვეტის შემდეგ, კანიე უესტმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა